გუშინ გვიან ღამით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ რესპუბლიკის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმა ბარნოვის ქუჩაზე #84-თან მოხდა. მათივე განცხადებით, დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საქმე 118-ე და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს.