Express News

„მე მაქვს დამოუკიდებელი სტუდია „ანატომია“, რომელიც „რუსთავი 2“-თან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს“



ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემა „ანატომია“, საგამოძიებო თემებით,   ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა.
„მე მაქვს დამოუკიდებელი სტუდია „ანატომია“, რომელიც „რუსთავი 2“-თან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს“, უთხრა Media.Ge-ს მიქიაშვილმა“, ეს იქნება ყოველკვირეული საგამოძიებო გადაცემა“.
მისი თქმით, ანატომიის“ ქრონომეტრაჟი და სხვა დეტალები,  დაზუსტების  სტადიაშია, ასევე დასაზუსტებელია,  როდის გავალთ  ეთერში.
ნათია მიქიაშვილის  „ანატომია“, რომელიც  ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამხელდა და ზოგჯერ დაუბალანსებლობას საყვედურობდნენ, პირველად ტელეკომპანია „მე-9“ არხის ეთერში გამოჩნდა, მოგვიანებით მან  „მაესტროს“ არხზე გადაინაცვლა,  ბოლოს ტვ-3-ის ეთერში გადიოდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT