Express News

„სახალხო კრება“ 26 მაისს რუსთაველზე მდუმარე აქციას გამართავს


„სახალხო კრების“ აღმასრულებლელი საბჭოს წევრები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, სანთლებით ხელში, მდუმარე აქციით შეხვდებიან. 

აქციას, „სახალხო კრების“ მხარდამჭერები და 2011 წლის 26 მაისს რეპრესირებული ადამიანები დაესწრებიან.

2011 წლის 26 მაისის დადგომისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ალყაში მოქცეული მომიტინგეების დარბევისას, ოფიციალური მონაცემებით ორი ადამიანი გარდაიცვალა, ათასამდე ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი დააპატიმრეს და მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT