თბილისში, ისნის რაიონში, 10 წლის ბავშვმა 25 წლის მეზობელი დანით მოკლა. შემთხვევა ისნის რაიონში, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას ,,დროანიუსი“ ავრცელებს.
25.05. 2014, 11:07-ზე განახლებული ინფორმაცია იხ. ტექსტის ბოლოს
თვითმხილველებზე დაყრდნობით „დროანიუსი“ წერს, რომ მოკლული 10 წლის ბავშვის ახლობელი იყო. მკლელობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს.
განახლება:
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, მკვლელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ანდრეი კ. დააკავეს.
დაკავებულმა, თბილისში მეზობელ 1990 წელს დაბადებულ სურაჯ ა.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა , ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად ბრალდებული რამდენიმე საათში გაჩიანის ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).