17 მაისს პოლიცია კანონით დადგენილ ფარგლებში იმოქმედებს
17 მაისს პოლიცია კანონით დადგენილ ფარგლებში იმოქმედებს- ეს განცხადება „პირველ რადიოსთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გააკეთა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არც ერთ ორგანიზაციას უწყებისთვის ოფიცილაურად არ უცნობებია აქციის ჩატარების თაობაზე. თუმცა ცნობილია, რომ სოციალური ქსელებით რამდენიმე ორგანიზაცია ლგბტ პირების წინააღმდეგ აქციას აანონებს. ამასთან, „იდენტობამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 17 მაისს ის არანაირ ღონისძიებას არ გეგმავს.