Express News

17 მაისიდან 29 მაისამდე - ახალი აქცია ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ და “იდენტობას” პასუხი “




„17 მაისის „აიდაჰოს“ აქცია 29 მაისს გადმოიტანეს „ - ამის შესახებ განცხადებას საინიციატივო ჯგუფის წევრი ბექა ცხადაძე აკეთებს, მისი ინფორმაციით 29 მაისს ამაღლების დღესასწაულზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ კანცელარიასთან „აიდაჰოს“ აქცია იმართება. ბექა ცხადაძის თქმით მას უკვე აქვს აღებული მერიიდან ნებართვა და „აიდაჰოს“ აქციას სტუდენტები კონტრაქციით უპსაუხებენ. „ეს დღე უნდა აღნიშნულიყო 17 მაისს, მაგრამ რახან ჩვენ გავაკეთეთ აქცია ვერ გაბედეს 17 მაისს და გადმოიტანეს 29 მაისს. ნებართვა აღებული მაქვს მერიიდან. პოლიცია იქნება მობილზებული, დაპირისპირებას გამოვრიცხავთ, ვინც პროვოკაციის მოწყობას შეეცდება, პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ პოლიციამ განარიდოს აქციიდან. ჩვენი მოთხოვნა არის იგივე რაც იყო 17 მაისს - მოვითხოვთ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ცნებების: სექუალური ორიენტაციის და გენგედრული იდენტობის ამოღებას“,-განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ბექა ცხადაძემ


ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 29 მაისს ამაღლების დღესასწაულზე კანცელარიასთან აიდაჰოს დღის აღნიშვნა იგეგმება ორგანიზაცია „იდენტობის“ დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე არ ფლობს. ირაკლი ვაჭარაძის განცხადებით ასევე უცნობია თუ რა კონტრაქცია იმართება მაშინ როცა 29 მაისს არანაირი აქცია არ იგეგმება „ არანაირი აქცია არ იგეგმება თქვენგან მესმის პირველად. ეს ბექა ცხადაძე არის ევრაზიული კავშირის აქტივისტი ვის წინააღმდეგ და სად ტარდება კონტრაქცია არ ვიცი. არ ჩატერბულის წინააღმდეგ ვინ რას ატარებს აბა რა გითხრათ“,-განუცხადა ირაკლი ვაჭარაძემ „პირველ რადიოს“

ცნობისათვის, საინიციატივო ჯგუფის წევრი ბექა ცხადაძის განცხადებით 29 მაისს კანცელარიასთან „აიდაჰოს“ აქცის იმართება. ბექა ცხადაძის თქმით მას უკვე აქვს აღებული მერიიდან ნებართვა და „აიდაჰოს“ აქციას სტუდენტები კონტრაციით უპსაუხებენ.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT