Express News

ახალი ხელისუფლების მოსვლას ზუგდიდში ვერავინ გრძნობს, სამეგრელოში «ნაციონალების» თარეში არ დასრულდება



ბიძინა ივანიშვილის ქველმოქედებისშესახებ მის პოლიტიკაში მოსვლამდეცბევრი რამ ცნობილი იყომიუხედავადიმისარომ მისი ერთი ფოტოც კი არგაგვაჩნდა და ფიზიკურად ვერ ვცნობდით,მაინც ყველაფერი ვიცოდითმასზელეგენდები დადიოდაროგორც კიხელისუფლებაში მოსვლა გადაწყვიტა,მთელი დავთარი გამოქვეყნდა იმისშესახებთუ სადრომელ კუთხეში რაგააკეთაგურულები მის მზესფიცულობდნენაჭარლებიცაღარაფერსვამბობთთავად საჩხერეზე და საკუთარ სოფელ ჭორვილაზეწინასაარჩევნოდდიდი პატივი სცა სტიქიით დაზარალებულ კახელებსაცრამაც 2012 წლისარჩევნებზე გარკვეული გავლენა იქონია.


ერთ-ერთი კუთხერომელიც ყველა ყოფილი ხელისუფლებისგან და თავადბიძინა ივანიშვილისგანაც მიტოვებული იყო და ასეთად დარჩა კიდეც,სამეგრელოაივანიშვილის ქველმოქმედების ნუსხაში სამეგრელო არ ფიგურირებსდა საპარლამენტო არჩევნების შედეგიც ასეთი დადგა, «ქართული ოცნების»მაჟორიტარმა მხოლოდ ერთ ქალაქში _ ფოთში გაიმარჯვა.

გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» დაინტერესდათუ რა ვითარებაასამეგრელოს რეგიონულ ცენტრში _ ზუგდიდშირა შეიცვალა ახალიხელისუფლების პირობებში სასიკეთოდროგორ ცხოვრობენ ადგილობრივები დაგაჩნდა თუ არა რეგიონში დაპირებული საწარმოები?

ომარ სიჭინავაზუგდიდის მკვიდრიპედაგოგი, «ქართული ოცნების»მხარდამჭერი:

ბატონო ომარრა ვითარებაა ზუგდიდშიროგორი განწყობა აქვს ხალხს?თვლიანრომ მათი ყოფა გაუმჯობესდა?

ახალი ხელისუფლების მოსვლას ზუგდიდში ვერავინ გრძნობსშეგრძნება გვაქვსისეთირომ მთავრობა საერთოდ არ გვყავს ან ზუგდიდისთვის არ სცალია.ადგილი აქვს უსამართლობასზუსტად ისეროგორც წინა მთავრობის დროს.

რა სახის უსამართლობაზეა საუბარი?

_ ძირითადად, სოციალურად დაუცველი ხალხი ჩივის, მათ ისევ უჭიანურდებათ ის პროცესი, რომ დახმარება მიიღონ, ისევ თბილისისკენ იშვერს ყველა ხელს და ამბობენ, რომ დედაქალაში უნდა მოგვარდეს კონკრეტული გაჭირვებული ოჯახის პრობლემა, რაც გასაკვირია. ისევ ბიუროკრატიაა და სიმართლის პოვნა ძნელია. საპასუხისმგებლო სამსახურებში ისევ «ნაციონალები» სხედან.

ყველაზე მეტად ხალხის წყრომას იწვევს ის, რომ სამეგრელოში ეკონომიკურიმდგომარეობა კი არ გამოსწორდაუარესობისკენ წავიდაგაზაფხულზე ყველარაიონს უჭირსმაგრამ ზუგდიდს _ განსაკუთრებითჩვენი ერთადერთიშემოსავალი თხილია და გაზაფხულზე თითქმის ყველა ოჯახი უშემოსავლოდრჩებაჩვენთან არ არის სამუშაო ადგილებიგაჩერებულია ყველანაირიმშენებლობაპროექტებირომლებიც ანაკლიაში ხორციელდებოდა და საკმაოდბევრი ხალხიც იყო დასაქმებული. თავად ანაკლიაში მცხოვრები მცირე ბიზნესმენებიც გაგიჟებულნი არიან, მათი ერთადერთი შემოსავალი ის პატარა მაღაზიები და ჯიხურები იყო, რომელთაც აქამდე მეტ-ნაკლებად ამუშავედნენ. მათთან გასაუბრება პრობლემა არ არის, თქვენც შეგიძლიათ ჰკითხოთ და გეტყვიან, რა მდგომარეობაა.

ანაკლიაში მას შემდეგ, რაც მშენებლობები დაიწყო, ხალხმა ცოტა ამოისუნთქა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი დამსვენებელი ყოფილიყო, სასტუმროებში სტუმარი ჩასულიყო, ამით მაღაზიის მეპატრონეები ოჯახის რჩენას ახერხებდნენ. ერთ-ერთმა მეწარმემ თქვა, რომ დღეში 2 ათას ბოთლ მინერალურ წყალს ყიდდა და ახლა ათ ბოთლს ძლივს ყიდის. თითქოს მცირე ნიუანსია, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ხალხის უკმაყოფილებაც მძაფრდება.

რა ვითარებაა საკრებულოებში და გამგეობაში?

_ გამგეობა «ქართული ოცნების» წევრებით დაკომპლექტდა, საკრებულოში ისევ «ნაციონალები» არიან.

ძალიან ბევრ რაიონში ახალ ხელისუფლებას უჩივიანრომ «ნაცებიდან»შეგზავლინი ხალხიაოამ მხრივ რა ვითარებაა ზუგდიდიში?

_ ამის ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი «ნაციონალებთან» შეთანხმებით რომხდებაეს ნათლად ჩანს. «ნაცები» და «ოცნება» ერთმანეთთანშეხმატკბილებულები მუშაობენსაპრეზიდენტო არჩევნებში ეს აშკარადგამოჩნდაისინი პროცენტებზეც შეთანხმებულები იყვნენ.

სამეგრელოში «ნაციონალების» თარეში არ დასრულდება, ადგილობრივ არჩევნებშიც დიდ შედეგს დადებენ, ისინი, სულ ცოტა, 40%-ს აიღებენ.

რა იწვევს ამასრომ ხალხს «ნაციონალების» მეტი იმედი აქვს?

_ ზუგდიდში საქმე არ კეთდება. სამართალდამცავები, როგორც ადრე, ისევ  დაგეშილები არიან, მგონი, ამ მხრივ დაწყევლილები ვართ. ისინი თავის უფლებამოსილებას ამეტებენ. არჩევნებისთვის ფულს აგროვებენ და ჯარიმებს, როგორც გაუხარდებათ, ისე უწერენ ხალხს.

გზების მშენებლობა შეჩერებულიადენი ითიშებაამის კი აქაურ მოსახლეობასძალიან ეშინიაყველას ახსოვს დროროდესაც კვირაობით შუქი არ ჰქონდათიმდროში დაბრუნება არავის სურსზუგდიდი უკიდურესად გაჭირვებულმდგომარეობაშია და ამას როდემდე გაუძლებენ ან მოითმენენარავინ იცის.ყოველ შემთხვევაშიუკმაყოფილება დღითიდღე მატულობს.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT