Express News

ცინარა აბულაძე: თბილიში მოტყუებით წამიყვანეს,რომ ზუგდიდში პრემიერს არ შევხვედროდი



ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა დღეს დილიდან გადაკეტილი აქვთ ორი წლის და სამი თვის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებს და ახლობლებს. ისინი საქმის დროულ გამოძიებას და დაკარგულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ითხოვენ. 
გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძის განცხადებით, მან მიმდინარე წლის 16 იანვარს გამართულ აქციაზე მიიღო დაპირება სამხარეო პოლიციის უფროს გრიგოლ ბესელიასგან, რომ ათი დღის ვადაში გააცნობდა საქმის დეტალებს, თუმცა ორი თვე გავიდა, მან კი დღემდე არაფერი იცის, რა დაემართა მის შვილს.

„ვაპირებდი პრემიერთან შეხვედრას, როცა ზუგდიდში იმყოფებოდა. წინა დღეს სამხარეო პოლიციიდან მოვიდნენ და წამიყვანეს თბილისში. მითხრეს, რომ შემახვედრებდნენ გოგიტას საქმეზე კომპეტენტურ პირს, თუმცა შემახვედრეს შს მინისტრის მოადგილეს. მან კი არაფერი იცოდა საქმის შესახებ. მე პროტესტის ნიშნად დავტოვე შს სამინისტრო. მათ გამარიდეს და არ შემახვერდეს ღარიბაშვილს. იცოდნენ, რომ მოვითხოვდი მასთან შეხვედრას“, - აღნიშნა ცინარა აბულაძემ.

გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან 18 იანვარს სამსახურში, სასტუმრო  „ანაკლიაში" წავიდა და შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა აბულაძის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს, სადაც ვკითხულობთ:

 „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".

წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა ჯაჭვით არის გადაკეტილი. გაუჩინარებულის ოჯახის წევრები და ახლობლები მიმართავენ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, დროულად გამოიძიონ გოგიტა აბულაძის საქმე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT