Express News

გოგა ხაჩიძე - თუ დაკითხვაზე დამიბარებენ თეთრი ლიმუზინით მივალ



იმ შემთხვევაში თუ უმცირესობის წევრს გოგა ხაჩიძეს პროკურატურაში დაიბარებენ, „ის თეთრი ლიმუზინით მივა“.
ამის შესახებ ხაჩიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და ამბობს, რომ „პროკურატურიდანაც შესაბამის ქმედებას“ ელოდება.
„თუ ოდესმე დაკითხვაზე დამიბარებენ, უკანასკნელ ფულს დავხარჯავ და აუცილებლად დიდი - თეთრი ლიმუზინით მივალ.
იმედია, პროკურატურაც შესაბამისად მოიქცევა და წითელ ხალიჩას დამახვედრებს.
პურის პერსპექტივა მაინც არ ჩანს და თუ სანახაობაა - სანახაობა იყოს“, - წერს ხაჩიძე "ფეისბუქზე".

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT