საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ირმა ნადირასვილი სკანდალურ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ავრცელებს: დეპუტატი წერს, რომ ირაკლი შიხიაშვილს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად უპირებენ დანიშვნას.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შიხიაშვილი არ ფიგურირებს „ქართული ოცნების“ სიებში, საკრებულოს წევრობის კანდიდატებს შორის, ხოლო ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ამჟამინდელი დირექტორი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გადაჰყავთ და მას სწორედ ირაკლი შიხიაშვილი ჩაანაცვლებს:
„კალაძე ამაყად აცხადებს, რომ კოლექტიური შიხიაშვილები სიაში არ იქნებიან. იქნებ, იმაზეც მიაწოდოთ ამომრჩეველს ინფორმაცია რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ შიხიაშვილთან?
რატომ გადაწყვიტეთ მისი დანიშვნა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირეტორად? ამ ფონდის დღევანდელი უფროსი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გადაჰყავთ. შიხას კი ნიშნავენ ორგანიზაციის უფროსად, რომლის ბიუჯეტიც თბილისისაზე 3 ჯერ დიდია.
პ.ს.. ამას სჯობდა ისევ საკრებულოში ყოფილიყო და ესვა ის ვისკი ბიუჯეტის ხარჯზე...
ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ინფორმაცია მაქვს“, - წერს „ფეისბუქზე“ ირმა ნადირაშვილი.