Express News

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი საფიჩხიაზე დათა ახალაიას სიმამრის ბიზნესპარტნიორია



ქუთაისში, საფიჩხიაში „ქართული ოცნების“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატად, შესაძლოა, ნიკა ლატარია დასახელდეს, რომელიც დათა ახალაიას სიმამრის დავით ბენიძის ბიზნესპარტნიორია.


დავით ბენიძე და ნიკა ლატარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „მეტრომარტის“ ერთობლივი მფლობელები არიან, ამასთან, ადგილობრივთა ინფორმაციით, მათ საერთო ბიზნესი ადრე საწავავის კუთხითაც ჰქონდათ.

ნიკა ლატარიას უკავშირდება ასევე ცნობილი სკანდალი ქუთაისში, რომელიც „სამი ოთარის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას და თავად ძეგლსაც უკავშირდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, ძეგლის აღებაზე მერია ვერ წავიდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორია, ადგილობრივთა მტკიცებით, სწორედ ნიკა ლატარიამ და მისმა კომპანიონებმა შეისყიდეს, რის შემდეგაც იქ ბიზნესმენი ავტოსადგომის (ერთერთი ვერსიით, სასტუმროს) განთავსებას გეგმავს.

fmabkhazia.com

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT