რა სკანდალურ ფაქტებს უხსენებენ კახა ბექაურს და ეკა ბერიძეს?
ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ, კახა ბექაურის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს და მის წარსულ საქმიანობას ახსენებს, როდესაც 90-იან წლებში ის პირველი არხის დირექტორის, ზაზა შენგელიას მოადგილე იყო ფინანსურ დარგში.
გოგოსაშვილის თქმით კახა ბექაურმა ტელევიზიის მაშინდელი ბიუჯეტი გაფლანგა და მის რჩეულ თანამშრომლებს მაღალი ხელფასი დაუნიშნა, ხოლო საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ლია მიქაძეს ანაზღაურება მხოლოდ 40 ლარი ჰქონდა.
მისივე თქმით ბექაურის მეუღლეს, ეკა ბერიძეს რომელიც კომპანია "ჯორჯია ოუთერ ენდ ფაუერი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია 12500 ლარი აქვს ანაზღაურება, ხოლო თავად ბექაურს 10500.
გოგოსაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დაინტერესდეს ბექაურის წარსული საქმიანობით და აუდიტის სამსახურის იმ დასკვნით, სადაც მისი ტელევიზიაში მოღვაწეობის დროს მომხდარ უკანონობას და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ასახავს, მისივე თქმით ის არ დაუშვებს რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს, მიუხედავად იმისა რომ ის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია.