Express News

კოალიცია "ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება


კოალიცია "ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. 
მისი კანდიდატურა დღეს, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ დაასახელა. 
"ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. არჩევნების დროს ყოველთვის არის საზოგადოების მოთხოვნა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანების თაობაზე. ამ მიზნით არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ვმართავდით მოლაპარაკებებს, შეთანხმება გარკვეულწილად მიღწეულია. ჩვენ ვქმნით ერთიან ოპოზიციას და ვაპირებთ ვიბრძოლოთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო არჩევნებში. დღეს დავასრულეთ შიდა კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია "ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი იყოს დიმიტრი ლორთქიფანიძე", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ერთიან ოპოზიციურ კოალიციაში, რომელმაც მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დაასახელა, ოთხი პარტია - "დემოკრატიული მოძრაობა", "მემარცხენე ალიანსი", "ქართული დასი" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" შედის.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT