"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. ბოკერიას მთავარ პროკურატურაში დღეს 15:00 საათზე ელოდებიან.
უწყებას ხელს გამომძიებელი დავით თევზაძე აწერს. გიგა ბოკერია საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული.
სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებისთვის პასუხის გაცემა 2012 წელს ლობისტებზე ბიუჯეტიდან გახარჯულ 16 მილიონზე მოუწევს.
რამდენიმე თვის წინ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასულ, 2012 წელს ლობისტებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონზე მეტია დახარჯული და მას გრიფი "საიდუმლო" ედო. მისი თქმით, იქ არის 200, 300, 400 ათასი ნაღდი ფულით აღებული და ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას სამსახურით არის გაკეთებული.
