Express News

„ნაცბანდელი კოლაბორაციონისტები უნდა გასამართლდნენ“



მოძარობა “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ეს ეხება დღევანდელ ნაცების აქციას სახელმწიფო კანცელარიასთან ———– რა უცნაური ქვეყანაა საქართველო. “არა კოლაბორაციონიზმს!!!” ლოზუნგით აქციას მართავენ კოლაბორაციონისტები და მოღალატეები. ნაცების პრინციპი მარტივია–დააბრალე სხვას ის რაც თავად ხარ, რათა დაფარო საკუთარი დანაშაული და სამომავლო ზრახვები. აგენტები და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან, რომ აგენტებისგან ქვეყანა უნდა გაიწმინდოს. ამ მანქურთებს ეტყობა ქართველები დებილები გონიათ. ამ კოლაბორაციონისტების და გამყიდველების მიერ “არა კოლაბორაციონიზმს!!!” ლოზუნგით ჩატარებული აქცია ანალოგია იმისა, რომ გერინგს, გებელსს, ბორმანს და სხვა მათ მსგავსებს ბერლინში ჩაეტარებინათ აქცია ლოზუნგით- “არა ფაშიზმს!!!” ან კიმ ჩენ ინმა და მისმა მთავრობამ ფხენიანში ჩაატაროს აქცია ლოზუნგით- “არა დიქტატურას!!!” ან ჩიკატილოს ჩაეტარებინა აქცია- “არა მკვლელებს და მანიაკებს!!!”  ლოზუნგი მშვენიერია და მართლაც არა კოლაბორაციონიზმს, არა ნაცკოლაბორაციონიზმს, უფრო შორსაც შეიძლება წასვლა და ახალი ლოზუნგის წამოწევა — არა ნაცკოლაბორაციონიზმს, გასამართლდეს ყველა კოლაბორაციონისტი რომელთაც ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაში მიიღეს მონაწილეობა!!!! დიახ ნაცბანდელი კოლაბორაციონისტები უნდა გასამართლდნენ და ამ შუბლზე ძარღვგაწყვეტილ უსინდისო მანქურთებს არ უნდა მიეცეთ საშუალება სხვას დააბრალონ ის რაც თავად არიან, ამითი კი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა შეძლონ!!!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT