Express News

ვინ აწვდის ღარიბაშვილის გარემოცვიდან “ნაციონალებს” საიდუმლო ინფორმაციებს


სააკაშვილ-მერაბიშვილის სომხურ-რუსული ავანტიურა - ვინ არის ნორიკ ახალქალაქსკი, როგორ უნდა აირიოს აჭარაში სიტუაცია და რას ურჩევს უშიშროების პოლკოვნიკი ხელისუფლებას  უშიშროების თადარიგისპოლკოვნიკიუსაფრთხოების საკითხების ექსპერტიკონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვას” მორიგშემაშფოთებელ ინფორმაციას აწვდის და არგამორიცხავსრომ კრემლმა აჭარაში “ყირიმისსცენარი” გაათამაშოსამასთანუშიშროებისოფიცერი სააკაშვილ-მერაბიშვილის .სომხურ-რუსულ ავანტიურაზეც საუბრობს დაქვეყნის უშიშროების სამსახურებს მოუწოდებსვინმე ნორიკ ახალქალაქსკის პერსონითდაინტერესდნენრომელიც მოსკოვში “ნიუიორკელი საქმოსნის” იმიჯითაა ცნობილი...მაშ ასერატომ დგას შვეიცარიის საელჩოსთან ჯავახელი სომხების რიგივინ აწვდისნაციონალებს” პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვიდან კონფიდენციალურ ინფორმაციებსდა როგორ აკონტროლებს რუსული “გე-რე-” თუ “ეფ-ეს-ბე” საქართველოს თითოეულმოქალაქეს?  

კონსტანტინე ფორჩხიძე: - თავიდანვე ყურადღებას ერთ საგანგაშო ინფორმაციაზე გავამახვილებ, რომელიც უშიშროების სამსახურის თვალთახედვის არეში აუცილებლად უნდა მოხვდეს.

ასეთი რა ინფორმაციაა?

- რა და, - იმ ადამიანებს, ვინც საბჭოთა ჯარში იმსახურეს და მაშინდელი სამხედრო ბილეთი შემორჩენილი აქვთ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეობა უპრობლემოდ მიენიჭებათ.

კრემლის ესასე ვთქვათნოვაცია მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებზევრცელდება თუ მთელი საქართველოს მოსახლეობაზე?

- მთელ საქართველოზე - აფხაზეთიდან დაწყებული დედოფლისწყაროთი დამთავრებული.

ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ?

- იმ ადამიანებმა, ვინც კომისარიატებში მიდიან და თავიანთ სამხედრო ბილეთებს ეძებენ. საერთოდ, ყველაფერი ეს გაჭირვებულ და სოციალურად უკმაყოფილო ფენასა და იმ რაიონებზეა გათვლილი, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი, თუმცა აქცენტი უფრო სომხურ მოსახლეობაზე კეთდება, რადგან აზერბაიჯანელები ცოტა სხვა მენტალობის ადამიანები არიან და მათი ამ თამაშში ჩართვა ძალიან რთულია.

მოსახლეობას ვინ უთხრარომ საბჭოთა სამხედრო ბილეთების საფუძველზე რუსეთისმოქალაქეობას მიიღებს?

- აი, სწორედ ესაა საინტერესო. ეს ხმა, ალბათ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს, რომლებიც საქართველოში აქტიურად მუშაობენ. თუ არ ვცდები, საინფორმაციო საშუალებებითაც გავრცელდა ცნობა, რომ თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან რიგი დგას. სხვათა შორის, საუბარი მხოლოდ სამხედრო ბილეთებზე კი არა, საბჭოთა ე.წ. წითელ პასპორტებზეცაა. იცით, პასპორტის ჩაბარება რას ნიშნავს?

რას?

- ჯავახეთში საბჭოთა პასპორტები თითქმის აღარ არსებობს, სამხედრო ბილეთი კი იქ თითქმის ყველას აქვს. აქედან გამომდინარე, ჯავახეთში შეიძლება, რუსული პასპორტიზაციის ისეთი მძლავრი პროცესი დაიწყოს, რომლის შეჩერებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. საქართველოსა და სომხეთის საზღვარი, პრინციპში, ღიაა. შესაბამისად, ჯავახელი სომხებისთვის სომხეთში გადასვლა და რუსული პასპორტების თუნდაც გიუმრის სამხედრო ბაზაზე აღება პრობლემა არ იქნება.

ამ “რუსული პასპორტიზაციის” მიზანითქვენი აზრითრა არის?

- დესტაბილიზაცია, თუმცა ჯავახეთში ყირიმის სცენარის გამეორება კრემლს გაუჭირდება.

რატომ?

- იმიტომ, რომ ყირიმი, უკრაინის შემადგენლობაში, ავტონომიური წარმონაქმნი იყო, ჯავახეთში მცხოვრებ საქართველოს სომხურ მოსახლეობას კი ავტონომია არ აქვს. ამიტომ, რეფერენდუმის ჩატარებასა და მსგავს რაღაცებს ვერ მოითხოვს... რუსეთი, უბრალოდ, ასე ვთქვათ, გამაღიზიანებელს ეძებს, რომ თავისი მოქმედებები სამართლებრივად გაამართლოს. ის, რაც ყირიმში მოხდა, რუსეთის გადასახედიდან, სამართლიანი იყო და სულ არ აინტერესებს, თუნდაც იგივე რეფერენდუმი უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით რომ ჩატარდა.

მოკლედ, რუსეთს საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ აქვს. ამიტომ, ცდილობს, რომ დესტაბილიზაციის კერები შექმნას...

ბატონო კოტემომიტევეთმაგრამ ვერ ვხვდებიპასპორტიზაცია დესტაბილიზაციისსაფუძველი როგორ უნდა გახდეს?

- მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, ეს “ტიპები” გამოვლენ და იტყვიან, ჩვენ ევროკავშირი კი არა, ევრაზიული კავშირი გვინდაო.

თქვანმერე რა?

- მერე ის, რომ ამ განცხადებას, რუსეთის ჩარევით, გარკვეული ქმედებები მოჰყვება.

მაგალითად?

- მაგალითად ის, რომ რუსეთში სამცხე-ჯავახეთიდან წასული ე.წ. ბიზნესმენები არიან, რომლებიც მოსახლეობისთვის ავტორიტეტებად ითვლებიან.

შეგიძლიათერთი ასეთ ავტორიტეტული “ტიპის” ვინაობა დაასახელოთ?

- ახლავე გეტყვით - ნორაირ გამბრეევის ძე ტევონიანი, ანუ იგივე ნორიკ ტევონიანი, რომელსაც ნორიკ ახალქალაკსკის სახელითაც იცნობენ. ტევონიანი ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც ამჟამად მოსკოვში ძირითადად სამცხე-ჯავახეთიდან ჩასული შრომითი მიგრანტების დასაქმებითაა დაკავებული, ანუ ხალხს თავის კერძო სტრუქტურებში ასაქმებს და ეს, პრაქტიკულად, კრიმინალური დაჯგუფებაა. ფირმა “გრიფი”, რომელიც ტევონიანმა შექმნა, დიდი ხანია, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ოპერირებს. სხვათა შორის, ნორაირ ახალქალაკსკი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია.

უკაცრავადმაგრამ თუ კრიმინალური ავტორიტეტი იყოეკონომიკურ მეცნიერებათაკანდიდატი როგორღა გახდა?

- ეს რუსეთში პრობლემას არ წარმოადგენს. ეს, ასე ვთქვათ, ტიტული, ალბათ, ნამდვილი სახის დასაფარად დასჭირდა... ტევონიანს მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთის სამართალდამცავ და, ასევე, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის, “ეფე-ეს-ბე”-სთანაც.

ნორიკ ტევონიანს საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან აქვს. სხვათა შორის, თავის დროზე მოსკოვში ისე გამოჩნდა, როგორც “ნიუიორკელი საქმოსანი”, მაგრამ გეტყვით, მოსკოვში, პოზიციების გამყარებაში ვინც დაეხმარა.

ვინ?

- იური ლუშკოვი, რომლის კლანის წევრიცაა.

საგულისხმოა, რომ ნორიკ ტევონიანი ორგანიზაცია “საქართველოს სომეხთა ერთიანობის” არაფორმალური ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია. ის, რომ “ნაციონალები” ჯავახეთში, 9 წლის განმავლობაში, სტაბილურობას ინარჩუნებდნენ, პრაქტიულად, ტევონიანის დამსახურება იყო.

თუკი დესტაბილიზაციას ამუხრუჭებდაესე იგიტევონიანი კარგი “ტიპია”...

- დიახ, ტევონიანი კარგი “ტიპი” სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო, მაგრამ ჯავახეთში სტაბილიზაციას ინარჩუნებდა რუსეთში მოღვაწე ადამიანისგან, რომელიც მთელ სამცხე-ჯავახეთს და ისეთ არაფორმალურ ორგანიზაციებსაც აკონტროლებს, როგორებიცაა “ვირქი”, “ჯემი”, “ჯავახკი” და ასე შემდეგ...

ბატონო კოტეამტკიცებთრომ მიხეილ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობის” ელიტარუსეთისგან იმართებაიმასაც ამბობთრომ კრემლი ჯავახეთში სიტუაციის არევასცდილობსამ ფონზეგაუგებარიასააკაშვილი, 9 წლის განმავლობაშიჯავახეთშისიტუაციას რატომღა “იჭერდა”?

- “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს ჯავახეთში დესტაბილიზაცია საჭირო არ იყო.

ოკუპანტი ქვეყნისთვის დესტაბილიზაცია ყოველთვის საჭიროაბოლოს და ბოლოსამსაბაბით ჯავახეთს მიიერთებდა!..

- საკითხი ასე არ დგას. რუსეთი საქართველოს დანაწევრებას გეგმაზომიერად ცდილობს. სხვათა შორის, მოსკოვში პოლიტიკურ მეცნიერებათა სააგენტო არსებობს, რომელსაც “აპეენ”-ს ეძახიან. ამ სააგენტოს წარმოსახვით, საქართველო არაქართველური ტომების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია. ამიტომ, საქართველო აუცილებლად ავტონომიებად უნდა დაიშალოს. სხვათა შორის, ამ სააგენტოს ე.წ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მეგრელები და სვანები ქართველები არ არიან...

ამ გეგმის შესახებ ადრეც მსმენია...

- დიახ, ეს ძველი იმპერიალისტური თეორიაა, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან. ეს გეგმა შეიძლება, პირდაპირი საფრთხის შემცველი არაა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება, გააქტიურდეს...

ბატონო კონსტანტინემოდითჯავახეთის პასპორტიზაციას დავუბრუნდეთთქვენიინფორმაციითამ პროცესთან “ნაციონალებსა” და ნორიკ ტევონიანს შეხება აქვთ?

- შეგიძლიათ, გადაამოწმოთ: მიხეილ სააკაშვილი და, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილი ნორიკ ტევონიანთან ურთიერთობას არ უარყოფს. უკაცრავად, მაგრამ ეს ხომ ორმაგი სტანდარტია?

- “ორმაგი სტანდარტი” რა შუაშია?

- თუ საქართველოსა და მთელ მსოფლიოში კრიმინალურ ავტორიტეტებს ებრძვი, მაშინ კრიმინალურ ავტორიტეტთან, იმის გამო, რომ მისი დახმარებით ძალაუფლება შეინარჩუნო, კონტაქტი არ უნდა დაამყარო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსული სპეცსამსახურების ინტერესის გარეშე, ეს კავშირი არ შედგებოდა.

ნორიკ ტევონიანიროგორც ამბობთოფიციალურად ბიზნესმენიაშესაბამისად,ბიზნესმენთან კავშირში დასაძრახი რა არის?

- ტარიელ ონიანი და სხვა ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტებიც ოფიციალურად ბიზნესმენები არიან, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მაფიოზური კლანია.

კიდევ ერთი მომენტია: ნორიკ ახალქალაკსკი მხოლოდ “საქართველოს სომეხთა ერთიანობის” არაფორმალური ლიდერი კი არა, მოსკოვის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარეცაა, ანუ “ეფ-ეს-ბე”-ს მიერ ორგანიზებული ისეთივე სათვისტომოს თავმჯდომარეა, როგორისაც - მიხეილ ხუბუტია.

ესე იგიმიხეილ ხუბუტიაც “ეფ-ეს-ბე”- კონტროლის ქვეშაა?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, “ეფ-ეს-ბე” ცდილობს, რომ ასეთ ორგანიზაციებზე მაქსიმალური კონტროლი დაამყაროს და მომავალში რაღაც ნაღმების ასამუშავებლად გამოიყენოს...

მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინიშნება ჯავახეთზე, კერძოდ, ჩახალიანზე გააკეთა, მაგრამ თვითონაც იცის, რომ იქ ამინდს ჩახალიანი კი არა, ნორიკ ტევონიანი ქმნის, რომელიც ჯავახელ სომხებსა და სომხეთის მთავრობას შორის მედიატორიცაა... მოკლედ, სააკაშვილმა განაცხადა, ვითომ პოლიტპატიმარი ჩახალიანი რომ გამოუშვით, შეიძლება, ჯავახეთში სიტუაცია არიოსო...

ისეჩახალიანის გამოშვებასთან დაკავშირებითმართლაცბევრი კითხვის ნიშანია.ახალი ხელისუფლება ამ კუთხითალბათცოტა უფრო წინდახედულად უნდამოქცეულიყოარა?

- კი ბატონო, მაგრამ ჩახალიანი ჯავახეთში ყველაზე გავლენიანი ფიგურა არაა და დამოუკიდებლად სიტუაციის არევას ვერ შეძლებს. ჩახალიანისა და მისი მსგავსი “ტიპების” “მამა” ტევონიანია, რომელიც თავის მხრივ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილთანაა დაკავშირებული.

ისებატონო კოტერა ამის პასუხია დამუდმივად მუსირებს აზრი სააკაშვილისა და,სხვათა შორისმერაბიშვილის სომხურ წარმოშობაზეუშიშროებაში ამასთანდაკავშირებით ოპერატიული ცნობები არსებობდა?

- ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ისენი საქართველოს მოქალაქეები არიან. საერთოდ, “ეთნიკური უმცირესობა” საბჭოთა უშიშროების მიერ დამკვიდრებული ტერმინია...

შეკითხვაზე არ მპასუხობთსააკაშვილისა და მერაბიშვილის არაქართულწარმომავლობაზე უშიშროებაში ოპერატიული აღრიცხვის ფურცელი არსებობდა?

- შეიძლება, არსებობდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, ქართულ საქმეს აკეთებენ თუ არა. ეს ადამიანები, 9 წლის განმავლობაში, იმ ქვეყნის საქმეს აკეთებდნენ, რომლის გავლენის ქვეშაც საქართველო 200 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და თავი ბოლომდე, დღემდე ვერ დააღწია...

ბატონო კოტეთქვენი მონაცემებითრუსულ პასპორტიზაციასა და თბილისშიდაწყებულ პრორუსულ გამოსვლებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ?

- რა თქმა უნდა, ეს უნისონშია და ყველაფერ ამას რუსეთი მართავს. “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ისიც განაცხადა, “ნაცმოძრაობის” მმართველობას მივმართე, რომ თბილისში ევრაზიული კავშირის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება აღარ განმეორდეს, რადგან ეს საქართველოს ევროინტეგრაციას არ წაადგებაო. დაძაბულობა და დესტაბილიზაცია წყალს, პირველ რიგში, რუსეთის წისქვილზე ასხამს. ამიტომ, თუ ვითარება დაიძაბება, სააკაშვილი იტყვის, აი, თავის დროზე “ნაცმოძრაობას” ვურჩიე, რომ ქუჩის აქციები საჭირო არაა-მეთქი. მოკლედ, რადგან სააკაშვილი ამ პროცესს ემიჯნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი განვითარებადია.

წინა ინტერვიუში საქართველოში მოქმედ რუსულ კომპანიებზე ვსაუბრობდით. დააკვირდით, დესტაბილიზაციის კერები სად ჩნდება.

სად?

- სად და, - საყდრისში, “კვარციტში”, აჭარაში. სხვათა შორის, აჭარაში რუსული გავლენა ყოველთვის ძლიერი იყო და არის. ხომ ხედავთ, დაძაბულობის კერები მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ახალქალაქსა და აჭარაში იქმნება. თუკი რუსეთმა გადაწყვიტა, რომ გიუმრის ბაზიდან ჯავახეთში შევიდეს, მაშინ ჯავახეთიდან აუცილებლად აჭარაში შევა, რადგან უნდა, რომ იქ თავისი ბაზა დააბრუნოს. არ დაგავიწყდეთ, რომ აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა.

მაშასადამეყირიმის სცენარი შესაძლოააჭარაში გათამაშდეს?

- დიახ... ყველაფერ ამას ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს და პრევენციული ღონისძიებები გაატაროს. ჩემი საჯარო გამოსვლებიც სწორედ პრევენციას ემსახურება...

სხვათა შორის, ევროსაბჭოში რუსეთს სერიოზული გავლენა აქვს და ვალდებულებებში, რომელიც თავის დროზე საქართველომ აიღო, იცით, რაზეა ლაპარაკი?

რაზე?

- მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციაზე...

ანუ.თურქი მესხების დაბრუნება რუსული სპეცსამსახურების იდეაა?

- დიახ. ხომ გეუბნებით, ევროსაბჭოში რუსეთს დიდი ლობი ჰყავდა და ახლაც დიდი გავლენა აქვს.

მეორე ვალდებულება სომხეთისა და საქართველოს საზღვრების ლიბერალიზაცია იყო.

საზღვრების ლიბერალიზაცია რას ითვალისწინებდა?

- მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის დამყარებას და ამაზე 18 მილიონი ევრო გამოიყო... საქართველოსა და სომხეთს შორის არადემარკირებული საზღვარია... მართალია, საზღვრის დემარკაციაზე საუბარი, წლებია, მიდის, მაგრამ დღემდე არ მომხდარა და ესეც რუსეთის ინტერესის გამო, რადგან საზღვრის დემარკაცია იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა საზღვრის ურღვეობას აღიარებს და ე.წ. ტერიტორიულ პრეტენზიებს წერტილი ესმევა. გახსოვთ, ვაშაძე ამ პროცესს როგორ ჭიმავდა და ათას სისულელეს ამბობდა, 200 კილომეტრია დასადგენიო... მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, საქართველო შემდგარი სახელმწიფოაო. სახელმწიფო მაშინაა შემდგარი, როცა მკვეთრად გამოხატული, დემარკირებული და დელიმიტირებული საზღვრები აქვს, ამასთან, სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა კითხვის ნიშნებს არ აჩენს. დღეს საქართველოს საზღვარი დემარკირებული და დელიმიტირებული მხოლოდ თურქეთთან აქვს და ისიც საბჭოთადროინდელი საზღვარია!

საყდრისის პრობლემა მას შემდეგ გაჩნდარაც კულტურის მინისტრმა მას ისტორიულიძეგლის სტატუსი გაუუქმაანუ თუკი საყდრისის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვა რუსულისპეცსამსახურების გეგმააგამოდისრომ გურამ ოდიშარიამ კრემლის მითითებაშეასრულა?

- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ნათელია: ოდიშარიას გადაწყვეტილება წყალს რუსეთის წისქვლზე რომ ასხამს!

ხომ ხედავთ, რუსთავში, მძღოლები რა დღეში არიან. ეს თემა შარანგიებმა წამოსწიეს. ერთი, მითხარით, შარანგიები ვინ არიან და ფული სად იშოვეს.

სად?

- რუსეთში. მოკლედ, კიდევ ვიმეორებ: “ნაციონალური” მოძრაობა თავისი ეკონომიკითა და ურთიერთობებით მთლიანად რუსეთზე იყო მიბმული, თუმცა ეს კავშირები წლების განმავლობაში იმალებოდა და ახლა ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოდის...

ყოველივე ამის ფონზეაშშ-ის პრეზიდენტი აცხადებსრომ საქართველო ნატო-შიგაწევრიანების გზას არ ადგასბარაქ ობამას ეს განცხადება წყალს ხომ რუსულწისქვილზე ასხამს?

- ნამდვილად ასეა...

იზიარებთ მოსაზრებასრომ აშშ- საქართველო დასაერთოდრეგიონი რუსეთსდაუთმო?

- ობამას ეს გაცხადება იმის აღიარებაა, რაზეც წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ.

ანუ?

- ანუ ის, რომ საქართველო “აი-პა-პი”-ს მოთხოვნებს არ ასრულებდა. მაპ-ი რომ მიიღო, “აი-პა-პი”-ს მოთხოვნები უნდა შეასრულო, მაგრამ “ნაციონალები” მხოლოდ პიარზე იყვნენ გადასულნი...

კი ბატონომაგრამ ობამამ ზემოხსენებული განცხადება მაშინ გააკეთაროცა უკრაინა,პრაქტიკულადოკუპაციის პირასაასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიროგორცმოწმედაკითხვაზეა დაბარებული...

- რუსეთი გამძვინვარებული დათვია.

მაშასადამეაშშ- ამ დათვის შეეშინდა?

- შიშზე კი არა, იმაზეა ლაპარაკი, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის უნდა!

ესე იგირამდენიც უნდა ვიძახოთრუსეთი ოკუპანტიაოცივილიზებული მსოფლიოსგვერდით დგომის იმედი არ უნდა გვქონდესარა?

- უბრალოდ, “რეალ პოლიტიკა” უნდა გავატაროთ, ანუ უნდა ვიცოდეთ, როგორ ოპერატიულ ვითარებაში ვცხოვრობთ, რა საფრთხეები და გამოწვევები არსებობს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მივესალმები, “რეალ პოლიტიკიდან” უნდა გამოვიდეთო. ობამამ ის თქვა, რასაც კულუარებში ყოველთვის ამბობდნენ. ეს, მართალია, საქართველოსთვის სამწუხაროა და რუსეთს ხელ-ფეხს უხსნის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გეგმები განახორციელოს, მაგრამ ზოგი მიიჩნევს, რომ ობამას განცხადება ტაქტიკური სვლა იყო, რათა რუსეთი დროებით გაჩერდეს, მაგრამ ვინც რუსეთის იმპერიულ ზრახვებს იცნობს, იცის, რომ არ შეჩერდება! საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ორი - კეთილი და ბოროტი რუსეთი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ რუსული იმპერიალიზმი, რომლის მიზანმიმართული სწრაფვა გაფართოება და საბჭოთა საზღვრების აღდგენაა, თუმცა ამ ეტაპზე სამხრეთითაა გადართული - რუსეთისთვის ირანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ანუ საქართველოს ხელში ჩაგდებით, პრაქტიკულად, მთელ ენერგო რესურსებს დაეპატრონება...

რაკი ენერგო რესურსები ვახსენეთამბობენრომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგდაწყებული კამპანიაც რუსეთისგან იმართება...

- თავისუფლად შეიძლება, ასე იყოს...

ხუდონჰესის წინააღმდეგ თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ გაილაშქრა...

- დიახ, ასე იყო...

ბატონო კოტეროგორ ფიქრობთმინისტრთა კაბინეტის გადახალისება მოსალოდნელიდესტრუქციის თავიდან ასაცილებლად ერთგვარი პრევენცია იქნება თუ არაანუარსებობს თუ არა გონივრული ეჭვირომ ცალკეული უწყების .სტაფში რუსულისპეცსამსახურებისგან კონტროლირებადი ადამიანები მუშაობენ?

- ამის გასაგებად ისინი არქივებში უნდა შემოწმდნენ...

სხვათა შორის, “ნაციონალები” ისე მოქმედებდნენ, როგორც სპეცსამსახურები. მაგალითად, მძლავრ პოლიტიკურ გაერთიანებაში თავიანთ ხალხს აგზავნიდნენ და შიგნიდან ანგრევდნენ. ეს დღესაც გრძელდება. დარწმუნებული ხართ, რომ “ქართულ ოცნებაში” ასეთი ადამიანები არ არიან? პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით ვნახე ერთი ადამიანი, რომელიც შსს-ში მერაბიშვილის დროს მუშაობდა, მანამდე კი, 2005-2006 წლებში სალომე ზურაბიშვილს იყო მიჩენილი... მოკლედ, გაკვირვებული დავრჩი, როცა პრემიერის გვერდით ეს ადამიანი დავინახე. ხომ არ ჟონავს პრემიერის კანცელარიიდან ინფორმაციები? საიდანაა “ნაცმოძრაობა” ასე კარგად ინფორმირებული პრემიერის ვიზიტებზე?

პრემიერის ვიზიტები საჯაროა...

- ამ ვიზიტების დროს კულუარული შეხვედრებიც იმართება, რაც მედიით არ ხმაურდება. ამიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის კადრების შერჩევა მთავარი მიზანი უნდაAიყოს!

ერთი სიტყვითრეზიუმე რომ გავაკეთოთმთელი ამ მოსალოდნელი არეულობისმიზანი ირაკლი ღარიბაშვილისროგორც პრემიერის დასუსტებაა?

- დიახ.

ანუ ღარიბაშვილს შეთქმულებას უწყობენ?

- მართალია, “შეთქმულების თეორიის” მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ინფორმირებული ხარ, ესე იგი, შეიარაღებული ხარ...

ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველთან, ვანო მაჭავარიანთან გამოთქმულ მოსაზრებებშიც.

ამ ლოგიკითგამოდისრომ მარგველაშვილი ივანიშვილს “შეუგდეს”?

- გამორიცხული არაფერია. სხვათა შორის, გიორგი მარგველაშვილი დენი ქუნინის მეგობარია, დენი ქუნინი კი, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობს და წლების განმავლობაში მისი მრჩეველიც იყო.

ამით რისი თქმა გინდათ?

- რისი თქმაც მინდოდა, ვთქვი!

 უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე არ გამორიცხავსრომრუსეთმა თავისი იმპერიალისტური მიზნების მიღწევაში სასულიერო პირებიცგამოიყენოსამასთანიმის ალბათობასაც უშვებსრომ ერთ დღეს ქუჩაში აგურიდაეცეს... სხვათა შორის, “ქართულ სიტყვას” სოციალური ქსელით რამდენიმე ადამიანიდაუკავშირდა და “მეგობრულად” ურჩიარომ კონსტანტინე ფორჩხიძის ინტერვიუებისგამოქვეყნებას თავი დაანებოს... “გადაუმოწმებელი ინფორმაციითმოსასმენი ტექნიკისნაწილი “ნაციონალებმა” წაიღეს და საჭიროების შემთხვევაშიშეუძლიათნებისმიერადამიანს მოუსმინონსატელეფონო საუბრებს რუსებიც ისმენენ - “ბილაინი” რუსულიკომპანიაა და დარწმუნებული ხართრომ იქ სპეცსამსახურის წარმომადგენლები არარიანპირდაპირ გეტყვითარიანთქვენრაგგონიათრომ “ქართული სიტყვარუსეთის სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში მოხვედრილი არაა? - რა თქმა უნდა,არის და თუ ეს ინტერვიუები მათთვის ძალიან საშიში  გახდაგამორიცხული არააერთმშვენიერ დღესთავში აგური დამეცესან ქუჩაში ვინმემ ხელი ჩამომართვას და გულიგამისკდეს”, - ამბობს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი.   




http://for.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT