Express News

მარნეული „ევრომაიდანისთვის“ ემზადება!



ქვემო ქართლი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. როგორც ცნობილი ხდება, აქ, სიტუაციას „სუს“-ის უფრო ვანო ბეგაშვილი და იმ პირთა ჯგუფი აკონტროლებს, რომლებიც ამ დრომდე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად ითვლებიან და მათი ახალ ხელისუფლებაში დასაქმებაც, მარნეულელების აღშფოთებას იწვევს:
„ – ქვემო ქართლის შვიდივე რეგიონში ერთი კაცი – ქვემო ქართლის „სუს“-ის უფროსი, ვანო ბეგაშვილი წყვეტს სახელმწიფო სტრუქტურების, პარტიების და რელიგიურ საკადრო პოლიტიკასაც კი. სწორედ ამ კადრების გამო რეგიონი მიექანება უფსკრულისკენ და არავინ რეაგირებს ამაზე, არადა, ნათლად ჩანს, რომ  ყოველივე შეგნებულად კეთდება. ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაეშალა „ქართული ოცნების“ რაიონის ორგანიზაციები და დაუპირისპირა ერთმანეთს. ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილიც კი ბეგაშვილის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული… რიგითი მეტყევე და შემდგომ ნასამართლევი არკადი შახბაზოვი 2013 წელს დაინიშნა მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის მრჩევლად, ხოლო მცირე ხანში გამგებლის მოადგილედ. ა. შახბაზოვი უმალვე ძვირადღირებულ ჯიპში მოკალათდა და აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების კურატორობა „იტვირთა“.
თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს, ხომ კარგი. თუ არადა, როგორც ბეგაშვილმა აქამდე ოსტატურად ისკუპა, ისევ უკან მოინდომებს გადახტომას, თუმცა კარგად დაშვების იმედი არ უნდა ჰქონდეს-მოსახლეობამ იცის გამოსავალი, რაზედაც სამზადისი უკვე დაწყებულია! „ნაცები“ რომელ „ევრომაიდანზე“ საუბრობენ, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ მალე ყველანი ერთად ყოვლის შემძლე ვანო ბეგაშვილს რომ მოვუწყობთ „ევრომაიდანს“, ეს უკვე გარდაუვალია!“ _ აცხადებენ ქვემო ქართლის მაცხოვრებლები.
უფრო ვრცლად, რა ხდება ამ რეგიონში, ვის და რას ლობირებენ „სუს“ -ს მარნეულისა და ბოლნისის უფროსები „ქრონიკა+“ -ის 50-ე ნომერში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT