ვფიქრობ, ამ ისტორიების წაკითვის შემდეგ,ზოგი უფრო მეტი პატივისცემით მოეპყრობა ამ პროფესიის ადამიანებს, ზოგი გადაიფიქრებს ჟურნალისტიკაზე ჩაბარებას, ზოგიც პირიქით…ზოგმა შეიძლება იფიქროს: მე არასდროს არ მოვხvდები ასეთ სიტუაციაში. თუმცა, არავინ არ იცის როდის და რას მოუმზადებს სიურპრიზად მომავალი პროფესია.
რა როლს ვასრულებთ ჩვენ, ჟურნალისტები და ვინ ვართ, რა როლი გვაკისრია საზოგადოების წინაშე? სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და თანადგომას შორის? ფოტოჟურნალისტიკაში, ხშირად კარგად დაჭერილი კადრი, სიტყვებზე მეტს ამბობს.
საქართველოში ბევრია ფოტოგრაფი-დოკუმენტალისტი. თუმცა, ცოტაა ისეთი ვინც კონფლიქტურ ზონებში საზოგადოებისთვის ისტორიას ჰქმნიდა. ლელი ბლაგანრავოვა, ერთ-ერთია ვინც საქართველოს კონფლიქტურ ზონებსა და აგვისტოს ომის დროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიას კადრში აქცევდა.
ლელი ბლაგანრავოვა საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი და მებრძოლი ფოტოდოკუმენტალისტია, რომელიც ახლა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, პირადი ფოტოგრაფია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
„ყველაფერი პანკისით დაიწყო.
არა პანკისამდე…
1995 წელი.
პირველად მასალა ყოველკვირეული გაზეთ „შვიდი დღე“-ში გავაკეთე. ეს იყო ჩემი პირველი ფოტო რეპორტაჟი, რომელიც სამხედრო ბატალიონზე გავაკეთე. პირველი ჩემი გამოცდილება სამხედრო ფოტოგრაფიაში. გადავიღე. მასალა გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა. მახსოვს, ქუჩაში, რომ მივდიოდი მეგონა, მცნობდნენ. როგორც წესი, გაზეთის პირველი გვერდები დახლებზე ყოველთვის ჩანს. ჩემთვის, ეს ფაქტობრივად, გამოფენა იყო. მაშინ, დავიწყე სერიოზულად ფოტოგრაფიულ კარიერაზე ფიქრი. მიყვარს ადრენალური სამუშაო. ჟურნალისტიკა და დოკუმენტალისტიკა ადრენალინს გიმუშავებს. დავიწყე მუშაობა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში.
დაიწყო პანკისი… ორჯერ…
1996 წლიდან „საქინფორმში“ ვმუშაობდი.
პირველი,პანკისი 1999-ში დაიწყო, როდესაც საქართველოში ლტოლვილები ჩეჩნეთიდან გადმოვიდნენ. უშტატოდ ვმუშაობდი, რადგან არასრულწლოვანი ვიყავი. მთავარი რედაქტორი სერგო ოდიშერაშვილი ჩემით უკმაყოფილო დარჩა, რადგან რეპორტაჟი არ გამომივიდა – ქუჩაში არაფერი ხდებოდა. ვერ შევდიოდი ოჯახებში, უხერხულიაო. მუშაობის გამოცდილება არ მქონდა.
ჩემთვის არასდროს არავის ეცალა, რომ აეხსნა რა უნდა გადამეღო და როგორ. არავინ, მასწავლიდა იმას, რასაც დღეს, მე ვასწავლი ჩემ სტუდენტებს. ფოტოგრაფების ქვაბში მოვხდი. გავიზარდე ამ კოლექტივში გადაღებული ფოტოების ყურებით,” – ლელი პანკისში მეორე ვიზიტსაც ისხენებს, -”2000 წელი.პანკისში, ფაქტობრივად, ერთი თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ დავდიოდი. მაშინ, უკვე საერთაშორისო სააგენტოსთვის “EPA”( europian pressphoto agency) ვიღებდი.
ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი. ალბათ, პატარა ვიყავი და ჩემი თავის დაცვას და კონფლიქტებს ვერ აღვიქვამდი. თავქარიანი ვიყავი. შევდიოდი ოჯახებში. ვიცოდი, რისი გადაღება შეიძლებოდა, რისი არა. დღეს, ამ მხრივ,მედიას უფრო აკონტოლებენ. გეუბნებიან ‘შენ თუ ამას გადაიღებ, ამან შეიძლება რაღაც პრობლემა გამოიწვიოს და ამან შეიძლება შეგვიშალოს ხელი, ამიტომ ფრთხილადიყავი”. ასე დავიწყე კონფლიკტური ზონების გადაღება. პანკისის შემდეგ, ქვეყანაში სიტუაცია მიწყნარდა .იყო პატარა აჯანყებები ჯარში. მივდიოდი და გადასაღებად ვიპარებოდი. მანამდე, სულ ვდარდობდი, რომ თბილისის ომის დროს, პატარა ვიყავი და ვერ შევძელი ფირზე აღმებეჭდა მაშინდელი მოვლენები. რადგან, სახელმწიფო სააგენტოში ვმუშაობდი, ჩემთვის, ყველა კარი ღია იყო. ყველაზე დიდი – “არ გადაიღო” იყო, როდესაც ჭუბურხინში წავედით. აფხაზეთის საზღვარზე გადაღება კატეგორიულად ამიკრძალეს. მაშინ გავიგეთ, რომ შეიძლება სნაიპერები გიყურებდნენ. მაშინ, ვიფიქრე – ფოტოაპარატს რაიმე არ დაემართოს… მაინც ვიღებდი ჩუმად.
2007 წლის7 ნოემბერს დამოუკიდებლად ვმუშაობდი. ვიღებდი ყველაფერს. დავზიანდი, მომხვდა ქვა, მოვიწამლე გაზით, რამოდენიმეჯერ მათრიეს კიდეც. საერთო ჯამში, ფოტოებით კმაყოფილი დავრჩი. ამ ფოტოებით დოკუმენტური ფილმები აიწყო.
2008 წლის აგვისტოს ომი
“ჩემი მსოფლმხედველობა, ომის და კონფლიქტური ზონების გაშუქების შესახებ გადატრიალდა. ამ ომმა მინიმუმ 10 წლით გამზარდა.
ვიჯექი სახლში, 5-6 აგვისტო იყო. ჩემს მეგობარს, ვთხოვე გორში წავეყვანე. როდესაც გორში დავდექი და ჩემს მეგობარ ფოტოგრაფებს ვკითხე „აბა რა ხდება ბიჭებო?” პირველმა დამბობველმა გადმოიფრინა და დაიწყო არ ნახული სანახაობა – თვითფრინავი, რომელიც საოცარ ხმაზე მოფრინავს. ჩამოვარდა ჭურვები.თან ვიღებდი და ისე, ვუყურებდი. თან ხმა, რომ გესმის. თან ეს ხმა ვიზუალთან, რომ იგვიანებს. დაიბომბა სოფლები. რამდენიმე ფოტოგრაფი წავედით სოფლებში.
ხალხმა, გარეთ გამოსვლა დაიწყო. ჯარიც მოდიოდა. ვიფიქრე, გადავიღებ ამ ჯარისკაცებს. როცა დავინახე, ამ ჯარისკაცების განადგურებული სახეები, კამერაც ვერ ავიღე ხელში. როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი კონფლიქტის გადაღებას იწყებ და იმის გააზრებას რას აკეთებ და რა ხდება, გადაღება უფრო ძნელია. სხვანაირად გესმის იმ ჯარისკაცის, მოსახლეობის… პატარა, რომ ვიყავი ამას საერთოდ ვერ ვხდებოდი, ვერ ვიაზრებდი, ვიდრე 9 აგვისტო არ გათენდა.
9 აგვისტოს გორის დაბომბვა დაიწყო.
ენით აღუწერელი გრძნობაა პირველი სიჩუმე, რომელმაც ქალაქში დაისადგურა. იცით, როგორი სიჩუმეა? არანაირი ხმაური აღარ არის. არაფრის ხმა, არ გესმის. ჩიტების ჭიკჭიკზეც ზედმეტია საუბარი. ეს, ისეთი სიჩუმე კი არ არის, აგარაკზე დასასვენებლად, რომ მიდიხარ. არა! აქ, არაფერი კარგის ემოცია არ გაქვს. ტყვიის და ჭურვის ხმას ელოდები. ემოციურად განგრევს. ხალხიც, რომ არ ლაპრაკობს. ალბათ არც ფიქრობს.
პირველი, ჭურვი გორში, რომ ჩამოვარდა წავედით ამ კვალზე. გზად გატეხილი შუშები, დაშოკილი ადამიანები გვხდებოდნენ, რომლებიც გიყურებენ როგორც ინფორმაციის მატარებელ წყაროს. თუმცა, ჩვენც არაფერი არ ვიცოდით.
შეგვხდა შავებში ჩაცმული, დასისხლიანებული ქალი, რომელიც გაბრუებული ტრიალებდა. მას ქალბატონი გამოჰყვა, რომელიც ტანსაცმელს ახვევდა.
საშინელებაა, როდესაც შენ მშობლიურ ენაზე გესმის ლაპარაკი. მაშინ ხვდები, რომ ეს შენს სახლში ხდება. გზადაგზა მივადექით იმ საცხოვრებულ კორპუს, რომელიც იწვოდა. ყველა ფანჯარას ცეცხლი ეკიდა.
შეგვხდა, მოხუცი ქალი და კაცი, რომლებსაც პარკით ხელში პური ეჭირათ. გვერდით, გარდაცვლილი მამაკაცი. ორი ქალი კიოდა. რაღაცას მეძახდნენ, მაგრამ საერთოდ არ მესმოდა. მარჯვენა მხარეს გარდაცვლილი ქალი, რომელსაც სამხედროები მანქანაში დებდნენ. გამოვიხედე მარცხვნივ და ეს, უბედური მომენტი… ორ სახლს შუა გადამწვარი ტერიტორია. ნაცრისფერი, აზელილი ფაქტურები, ცეცხლი და ქალბატონი, რომელიც იწვოდა და ისე ითხოვდა შველას, ხმაც არ ამოდიოდა პირიდან. მივედით, მაგრამ იმ მომენტში გავიაზრე, რომ მე არ ვარ ექიმი. არასდროს, არ იცი რა დაზიანება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და არ იცი შენი შეხებით რა ზიანს მიაყენებ. ამ, ქალბატონის გვერდით ნაფლეთებად დაგლეჯილი კაცი ეგდო…
უცებ, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა დაიძახა “ჩქარა, ჩქარა წავედით”. გორი იკეტებოდა. მოწინაამღდეგის ჯარი დგებოდა. რომ ვერ გავსულიყავით მასალას ვერ გავაგზავნიდით და შეიძლება ვეღარც გავსულიყავით კონფლიქტის ზონიდან.
წავედით. გავაგზავნეთ მასალები. ქართულ საიტებზე დაიდო ფოტოები და ამ ფოტოებიდან გაიგო ხალხმა რეალურად რა ხდებოდა გორში. ეს იყო პირველი ვიზუალური მასალა.
ვნახეთ პატარა ბიჭები. გვეკითხებოდნენ გვითხარით რა ხდებაო. დარბოდნენ გიჟებივით. გაფანტულები, იარაღიც არ ჰქონდათ.იქ ყოფნისას დაგვეხმარა კობა ლიკლიკაძე, რომელმაც იცოდა რომელი თვითმფრინავი მოფრინავდა.
ჩვენთან ერთად „რიტერის“ მრავალჯერ დატრენინგებული ჟურნალისტები იყვნენ, იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. ჩემი რჩევაა, ასეთ მომენტში ნახოთ ვინმე თქვენზე უფრო მეტად გამოცდილი ადამიანი და მის გვერდით იყოთ, ისწავლოთ.
როდესაც იქ ჩვენი ოპერატორი და ფოტოგრაფი დაიღუპა, ვფიქრობ, უფრო უცოდინრობის გამო დაემართათ. უნდა იცოდე საიდან სადამდე აკონტროლებს შენი ჯარები ზონას, როდესაც უკონტროლო ზონაში შედიხარ, მოწინააღმდეგის ჯარი აღარ არჩევს ვინ ხარ. ფოტოგრაფი ხარ თუ ჟურნალისტი, სულ ერთია, მათთვის მტერი ხარ. თბილისში ჩამოსვლისას. ხმაურისაც კი მეშინოდა. ნაცნობი ფსიქოლოგი დამეხმარა.
ეხლა, ავღანეთშიც ვიყავი და იქ, საერთოდ სხვა სურათი დამხვდა. თუმცა, ქალაქში არ გამიშვეს. ბაზაზე ვიყავი. დიდი ხანია კონფლიქტურ ზონაში აღარ ვყოფილვარ. გაჩნდა შანსი. თუმცა, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, ვერ ჩავედი უკრაინაში. სურვილი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. სწორედ, იმას აქვს ხიბლი, როდესაც შენ ხარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი,” – გვეუბნება ლელი ბლაგანრავოვა, რომელიც მომავალშიც ბევრ საინტერესო კადრს გვპირდება.
ამალია ამბარცუმიანი