Express News

„ნაცმოძრაობის“ აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია"



"ალია"
ვახტანგ ხმალაძის თქმით, კანონით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობა.


„თუ სასამართლომ ეს საკითხი განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, ეს უკვე პროცესის დასრულებას ნიშნავს. მაგრამ ესა თუ ის პარტია რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს, კონსტიტუციით განსაზღვრული სულ რამდენიმე შემთხვევაა:

პოლიტიკური პარტიისა და არა პარტიის წევრის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ეთნიკური, რელიგიური ან ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ, მიმართულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, პარტიისა, რომელიც ქმნის შეიარაღებულ ფორმირებებს და ასეთ მძიმე შემთხვევაში აიკრძალება პარტიის საქმიანობა.“-აცხადებს ვახტანგ ხმალაძე „ალიასთან“ საუბრისას.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT