Express News

თამაზ ბაკურიძე-ბათუმის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სკანდალური ამბავი მოხდა



თამაზ ბაკურიძე-ხალხი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ მურმან დუმბაძე ვეღარ გაძღა
13:00 28.03.2014
უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, დღეს აჭარაში, ყველა „ნიჭიერი ადამიანი“ , საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მურმან დუმბაძის ნათესავია. 
როგორც უფლებადამცველმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა, 27 მარტს, ბათუმის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სკანდალური ამბავი მოხდა. სხდომაზე სატრანსპორტო გაერთიანების ხელმძღვანელი უნდა დაემტკიცებინათ, სადაც სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი, მაგრამ მაინცდამაინც პაატა დუმბაძე, - მურმან დუმბაძის ახლო ნათესავი აირჩიეს. 
„სიმართლე გითხრათ მე ეს არ გამკვირვებია, რადგან საკრებულოს ქვემდებარე სამსახურებში მრავლად არიან მურმან დუმბაძის კადრები. შეიძლება პაატა დუმბაძე კარგი პიროვნებაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს სამსახური საკმაოდ შემოსავლიანია და უხერხულია, ის დეპუტატის ხელში იყოს.
რატომ ხდება, რომ დღეს აჭარაში ყველა ნიჭიერი მხოლოდ მურმან დუმბაძის ნათესავია? ამ საქმეში აჭარის მთავრობა შეგნებულად არ ჩაერია და დიდი დანაშაულიც ჩაიდინა. დუმბაძის კადრების დანიშვნა მოსახლეობას აღიზიანებს და „ნაციონალების“ წისქვილზე წყალს ასხამს. ხალხი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ მურმან დუმბაძე ვეღარ გაძღა. ეს ადამიანი ცდილობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ყველა სტრუქტურა თავისი ნათესავებით გაძეძგოს“ - აცხადებს ბაკურიძე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT