Express News

ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრის დრო დღეს არაა



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დრო  არაა.
როგორც ივანიშვილმა გადაცემა “პოლიტიკის დროში” სტუმრობისას განაცხადა, მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არაა.  ივანიშვილის შეფასებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად   პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს და რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე არ უნდა იფიქროს.
“მე  არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრის თემა აქტიურია.
მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ან ჩვენი მხრიდან ვინმე აქტიურობს ზედმეტად, რომ ეს შეხვედრა მოხდეს. კითხვა დაუსვეს, კითხვაზე სხვა რა უნდა ეპასუხა პუტინს წარმოუდგენელია. სხვა მხრივ, მე არ მგონია, რომ ეს შეხვედრა რომელიმე მხრიდან იყოს ანგაჟირებული. დღევანდელი ჩვენი პოზიცია უნდა იყოს პრინციპული და პრინციპულად დავიკავოთ უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია.
დღეს უკრაინას უნდა დავუჭიროთ მხარი და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე როგორ შევხვდეთ რუსეთის ხელისუფლებას და გავმართოთ კრემლში მოლაპარაკებები.
დღეს ასეთი რეალობა არაა, რომ ამ მოლაპარაკებებზე ვიზრუნოთ. არამგონია, რომ რუსეთისგან იყოს ასეთი მზაობა”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT