თეა წულუკიანი - მე გადადგომას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს პროექტ "ღია მმართველობის" ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, როცა გადადგომას დააპირებს, პრემიერის შემდეგ ამას პირველად ჟურნალისტები გაიგებენ.
"მე გადადგომას არ ვაპირებ. ყოველ
წულუკიანმა ყურადღება ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მთავრობის საქმიანობაზეც გაამახვილა.
"საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი რგოლი თუ ჭანჭიკი ვარ, რომელიც ამ კუთხით კარგ საქმეს აკეთებს, ამიტომ გადაგდომას არ ვაპირებ", - განაცხადა წულუკიანმა.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესის წაგების გამო, შესაძლოა, თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვოს.