Express News

მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის ინციდენტზე კომენტარს აკეთებს (ვიდეო)

ექსპრეზიდენტი საბერძნეთის ერთ–ერთ კუნძულზე მის დროებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აყვანას, სიცრუეს უწოდებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთის ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
ექსპრეზიდენტი საბერძნეთის ერთ–ერთ კუნძულზე მის დროებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აყვანას, სიცრუეს უწოდებს.
„საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე სადღაც დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს ჭორიკნობა და ამდენი სიცრუე. საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობენ მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან და იქ ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით. რა თქმა უნდა მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს, მაგრამ ჯობია, ეს ენერგია რასაც ეხლა ხარჯავენ, აქეთ იქით წერილების გზავნაში და რეკვაში და რაღაცები შეთავაზებაში, დახარჯონ ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT