Express News

გარდაცვლილი გოგონას ნათესავები შს სამინისტროს თანამშრომლის დასჯას ითხოვენ

ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის სოფიკო სეფიაშვილის ოჯახის წევრები, იმ პოლიციელის დასჯას ითხოვენ, რომელიც მათივე თქმით, "ავტოავარიის მთავარი მონაწილეა".

გურჯაანიდან თბილისისკენ  მიმავალ სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომანქანა რამდენიმე დღის წინ დაეჯახა. შედეგად 24 წლის გოგონა გარდაიცვლა, ხოლო მის ორ მცირეწლოვან შვილს  მრავლობითი დაზიანებებით ამ დრომდე მკურნალობენ.

გარდაცვლილი გოგონას ნათესავების თქმით, "მსუბუქ მანქანას, ნასვამი  პოლიციელი, რევაზ თევდორაშვილი მართავდა".   მათივე განცხადებით,   "თევდორაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიმავლას ცდილობდა, რის საშუალებას მას თვითმხილველებმა არ მისცეს".

ოფიციალური ინფორმაციით, რევაზ თევდორაშვილი დაკავებული არ არის, რაც გარდაცვლილი გოგონას ახლობლების გაღიზიანების იწვევს.  ისინი შს სამინისტროს თანამშრომლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ რევაზ თევდორაშვილი არ იმყოფება  მიმავლვაში.   უწყებაში ამბობენ, რომ თევდორაშვილის დაკავება  ექსპერტიზის პასუხზეა  დამოკიდებული.

 
http://www.heretifm.com/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT