ანი ნადარეიშვილის ძმას კიდევ ორი ბრალი წაუყენეს
ბაჩო ახალაიას მეუღლის ძმას, ვაკო ნადარეიშვილს, რომელიც სასჯელაღსრულების #8 გლდანის დაწესებულებაში იმყოფება, ორი ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„ჰაკიმ ფაშური სცენარი გრძელდება:
ჩემს ძმას ვაკო ნადარეიშვილს, რომელიც ამჟამად იმყოფება გლდანის ციხეში წინასწარ პატიმრობაში, დაუმატეს ორი ახალი ბრალი:
1. სახლის ჩხრეკისას სახლიდან წაღებულ იარაღებში და ტყვიებში აღმოაჩინეს 4 ცალი იმ იარაღის ტყვია, რომელიც ვაკოს თავის სახელზე ქონდა გაფორმებული, მაგრამ დაკავებამდე გაყიდა, დედაჩემს კი სახლის დალაგების დროს უპოვია ეს ტყვიები და შეუნახავს დიდისამბით საგულდაგულოდ, ვაკომ არც იცოდა ამის შესახებ და როდესაც იარაღი გაყიდა თავის ტყვიებიანად, დედაჩემის მიერ ცალკე შენახული ამ ოთხი ტყვიის არსებობა არც კი იცოდა
2. გუდვილში ახალგაზრდობაში უჩხუბია და ხულიგნობის მუხლი დაუმატეს
მიდი და არ გაგეცინოს...“, -წერს ანი ნადარეიშვილი.