„ქართული ოცნების“ დეპუტატები „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს თავს დაესხნენ“
„ლეიბორისტული პარტია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, ბორჯომის საკრებულოს შენობაში “ქართული ოცნების” სადეპუტატო ჯგუფი „ლეიბორისტების“ წევრს თავს დაესხა. „პირველი რადიო“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს, 29 აგვისტოს, ბორჯომის საკრებულოს შენობაში “ქართული ოცნების” სადეპუტატო ჯგუფი, საკრებულოს თავმჯდომარის, ბორჯომის მუნციპალიტეტის გამგებლისა და ბორჯომიდან საქართველოს პარლამენტის წევრ, გედევან ფოფხაძის ძმის შემადგენლობით თავს დაესხა ლეიბოსრიტული პარტიიდან ბორჯომის საკრებულოს დეპუტატს გიორგი გიუაშვილს, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ქურდული გარჩევის ფორმატით. ლეიბორსიტული პარტიის წევრის მიმართ ასეთი აგრესია და აღშფოთება გამოიწვია გიუაშვილის ინტერვიუმ საკრებულოს პრემიების, მანქანებისა და სხვა ხარჯების შესახებ. მივმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს გაუკეთონ ინფორმაცია თავის მთავრობებს, იმ დევნა, რეპრესიებზე, რაც ხორციელდება ქვეყანაში ლეიბორისტული პარტიის მიმართ და საერთოდ. ველოდებით კრიმინალური მმართველი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელებიდან პასუხს და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების რეაქციას“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.