სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ყოფილი "მხედრიონელი", დოდო გუგეშაშვილი იარაღით ხელში უკრაინელ სამხედროსთან ერთად არის გადაღებული. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გუგეშაშვილი უკრაინაში მოხალისედ აპირებდა წასვლას, სადაც უკრაინელ მებრძოლებს დაეხმარებოდა. როგორც აღმოჩნდა ინფორმაცია მართალია და ქართველი ქალი უკრაინელების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.