მურმან დუმბაძე არჩილ ხაბაძეს რეგიონის მთავრობის გადაყენებას ურჩევს. მისი განმარტებით, თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სურს ძლიერი ლიდერის იმიჯი ჰქონდეს და პოლიტიკაში დარჩეს, მან ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიბაძოს და თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს. დუმბაძე ასევე ადასტურებს, რომ აჭარის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან დათხოვნილი ადამიანები მისი რეკომენდაციით დასაქმდნენ.