"საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა უმაღლესი საბჭოს მოვალეობა პროცესის კონტროლია, ამდენად იმპიჩმენტის საკითხის დასმის საფუძვლები არსებობს".
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებს, მინისტრთა კაბინეტი გადააყენოს და ხელახლა მოიპოვოს უმაღლესი საბჭოს ნდობა. დუმბაძე მიიჩნევს, რომ ეს ხაბაძის მხრიდან იქნება გაბედული და ერთადერთი სწორი ნაბიჯი.
ხაბაძის იმპიჩმენტის თაობაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილის ინიციატივას მურმან დუმბაძე დემოკრატიის გამოვლინებად აფასებს და მიიჩნევს, რომ განცხადების ავტორი დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი წლის საუკეთესო პოლიტიკოსია.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა უმაღლესი საბჭოს მოვალეობა პროცესის კონტროლია, ამდენად იმპიჩმენტის საკითხის დასმის საფუძვლები არსებობს.