დააყენებს თუ არა უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის საკითხს, 3 სექტემბერს გახდება ცნობილი. ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის განცხადებას დეპუტატები აფასებენ. მედეა ვასაძე მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები, რომლებიც არჩილ ხაბაძემ გაათავისუფლა, კომპეტენტურები იყვნენ და მთავრობის თავმჯდომარეს მათი შეფასების კომპეტენცია არ გააჩნია. ვასაძე ყველა გათავისუფლებულის უფლებების დაცვას აპირებს.
სულხან ღლონტი კი მთავრობის იმპიჩმენტის აუცილებლობას ვერ ხედავს. იგი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე, ალექსანდრე ჩიტიშვილი იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მოიპოვებს.