ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი ხელისუფლების მხრიდან დევნაზე საუბრობს. ლევან ჯინჭარაძის თქმით, რეგიონში მურმან დუმბაძის გუნდის დევნა მიმდინარეობს. ქარხნის დირექტორი ამბობს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შესაძლო გათავისუფლების შესახებ მას გუშინ აცნობა. დირექტორი ამ გადაწყვეტილების არჩილ ხაბაძეს და მის ოჯახს, კონკრეტულად კი არჩილ ხაბაძის მამას თამაზ ხაბაძეს უკავშირებს.
ლევან ჯინჭარაძემ ყურადღება თამაზ ხაბაძისა და ზოგადად, სამინისტროს კორუფციულ სქემაში ჩინოვნიკთა ჩართულობაზეც გაამხვილა. მისი თქმით, აღნიშნული გარემოება გახდა ქარხნის გაკოტრებამდე მიყვანისა და მისი დევნის მიზეზი. ლევან ჯინჭარაძემ აღნიშნული მასალები სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის მინისტრს გადაუგზავნა.
ამჟამად საწარმოში 37 ადამიანია დასაქმებული. დირექტორის თქმით, ქარხნის თვიური შემოსავალი 75 ათასი ლარია. თანამშრომლები შიშობენ, რომ დირექტორის შეცვლას მათი შემცირებაც მოჰყვება.ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტრო ქარხნის გასხვისებას გეგმავს.
ლევან ჯინჭარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის მაზლი და ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის თანაგუნდელია. ის დირექტორის თანამდებობაზე ხელისუფლება შეცვლის შემდეგ დაინიშნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ლევან ჯინჭარაძე დაკისრებულ მოვალეობას პირნათალდ ასრულებდა.
დამანახეთ მიკროფონი-მოითხოვა მედეა ვასაძემ, როცა ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ. არა, თქვენ მხოლოდ პურმარილი გიშველით-გვიპასუხა მან „ტელეარხი 25“-ის მიკროფონის დანახვის შემდეგ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კომენტარის გაკეთება დღის ბოლოს გადაიფიქრეს.
წყარო და ვიდეო - ტვ 25