ხმაური იყო გვიან ღამით ზუგდიდში, პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან, სადაც თხილის ქურდობისთვის დაკავებული, წარსულში ნასამართლევი რუსლან პერტაიას ოჯახის წევრები და ნათესავები იყვნენ შეკრებილი და ამტკიცებდნენ, რომ პერტაიას სამართალდამცველები დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გარეთ შეკრებილებს თავად პერტაიაც ესაუბრა და ცემის ფაქტი დაუდასტურა, ფაქტს დაკავებულის ადვოკატიც ადასტურებს. პერტაიას ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია