საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
"მიხეილ სააკაშვილზე, როგორც იცით, გამოცხადებულია შიდა ძებნა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროცედურები საერთაშორისო ძებნაზე, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად", - აცხადებენ პროკურატურაში.
მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მიხეილ სააკაშვილი დღეს თურქეთში იმყოფებოდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა.
წყარო www.ipn.ge