Express News

ნაცემი პოლიციელი- დაზიანება ტუჩისა და სახის არეში

მესტიის საავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს, რომ მათთან სტაციონარში ცოტა ხნის წინ ერთი სამართალდამცველი მართლაც მოათავსეს. დანილ რატიანი ამბობს, რომ რომან ყორშია საავადმყოფოში თავად მივიდა და მას დაზიანებები ტუჩისა და სახის არეში აღენიშნებოდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა დაენიშნა, თუმცა მოულოდნელად მან მკურნალობაზე უარი თქვა და საავადმყოფო დატოვა. რატიანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მათ მესტიის პოლიციასაც შეატყობინეს, რადგან დაზარალებული ყორშია პოლიციელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის პოლიციის უფროსი მოადგილესთან ერთად უწყების რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა მომხდარს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


http://pirveliradio.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT