ამის შესახებ, Mediacity-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოება -ადამიანის უფლებების" თავმჯდომარემ ეთერ კორკოტაშვილმა შეატყობინა.
ახლა, შემატყობინეს, რომ 40 წუთში რუსთავის მე-6 საპყრობილეში ციხის ბუნტი იწყება. თუმცა, ნაწილობრივ უკვე დაწყებულია.
რას ნიშნავს დაწყებულია?
ვერ გეტყვით. ბუნტისთვის სერიოზული მზადება მიდის. არ ახმაურებენ. ჯერ-ჯერობით გარკვეული არაფერში არ ვარ. რაიმე ინფორმაციას თუ გავიგებ, მოგაწვდით ეტაპობრივად. ამ ეტაპზე მეტი მეც არაფერი ვიცი. თან ამ წუთას არ ვიმყოფები ქალაქში. პირველებს თქვენ დაგირეკეთ.
სასჯელაღსრულების სისტემიდან ვინმეს დაუკავშირდით?
მე არ ვიცი, აწყობთ ეს ვთქვა თუ არა. მე გადავრეკე კომიტიტეტის თავმჯდომარესთან, რომ ამის შესახებ შეეტყობინებინათ ეკა ბესელიასთვის. ასევე დავუკავშირდი ზვიად ბრეგაძეს და ალბათ გადასცემს ამ ინფორმაციას გედევან ფოფხაძეს. მერე რა იქნება, არ ვიცი.
წყარო http://mediacity.ge/
წყარო http://mediacity.ge/