Express News

რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს

რუსული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია "ლევადას" მონაცემებით, რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს.
გამოკითხულთა 52% აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს, 51%-ს იგივე მოსაზრება აქვს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც.
ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული რუსების 30% მხარს უჭერდა აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას, თუმცა ახლა მათი რაოდენობა 25%-მდე შემცირდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი - 29-დან 24%-მდე. 
"ლევადას" კვლევის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა, დღესდღეობით ასეთი შეხედულება მხოლოდ გამოკითხულთა 22%-ს აქვს. 

interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT