ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა მანამდე ამ პროტესტის მიზეზები განმარტა.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საკადრო ცვლილებებს და დანიშვნებს ქალაქის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ადგილობრივი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ წევრების დისკრიმინაციას ეწევა და მიზანმიმართულად არ ნიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ძირითად მნიშვნელოვან თანამდებობებზე კვლავ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“, - განაცხადა კახა მიქაიამ
livepress.ge