ბელგიის ჰომოსექსუალი პრემიერ მინისტრი აფრიკელ ლიდერებს ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტობისაკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ლიდერებმა უმცირესობის უფლებებს პატივი უნდა სცენ. ადამიანები რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და ეთნიკური წარმომავლობის გამო არ უნდა იჩაგრებოდნენ.
აფრიკის ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი კანონით ისჯება. მაგალითად, გასულ წელს მიღებული კანონმდებლობის მიხედვით ნიგერიაში ერთსქესიანთა ქორწინება და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ჰომოსექსუალ წყვილების ერთად გამოჩენა სასტიკად აიკრძალა.
მსოფლიო ბანკმა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უგანდას ჰომოსექსუალების მიმართ მტული დამოკიდებულების გამო 90 მილიონიანი დახმარება შეუჩერა.
sazogadoeba.ge