მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც შოთაძე აცხადებს, პროკურატურა შეეცდება მტკიცებულებები სააკაშვილის დაკითხვის გარეშე მოიპოვოს.
"ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა არ შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი ვალი და არ გამოცხადდა დაკითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას დისტანციური წესით დაკითხვა შევთავაზეთ... გამოძიება გაგრძელდება სააკაშვილის დაკითხვის გარეშე და ჩვენ შევეცდებით მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნება ობიექტური მტკიცებულებების მოსაპოვებლად", - განმარტა ირაკლი შოთაძემ.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში რამდნეიმე დღის წინ დაიბარეს, თუმცა ის საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა. ამის შემდეგ პროკურატურამ მას დისტანციური დაკითხვა შესთავაზა. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის გიგი უგულავას განცხადებით, სააკაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.