Express News

ნინო კობახიძე მინისტრობის შესახებ შეთავაზებას არ ადასტურებს



საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გავრცელებულ ინფორმაციას მისი შესაძლო მინისტრად დანიშვნის შესახებ უარყოფს. "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას მან განაცხადა რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება.

ნინო კობახიძე:"არ არის მართალი, არ ვიცი საიდან ვრცელდება ეს არასწორი ინფორმაციები და რას ემსახურება. თვენახევარია რაც ამ პოზიციაზე დავინიშნე, მივიღე შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან , მაქვს უზარმაზარი და საპასუხისმგებლო საქმე. სხვა შემოთავაზება არც ყოფილა და არც განვიხილავთ. ჩემთვის ცოტა გაუგებარია საიდან მოდის მსგავსი ინფორმაციები. მინისტრთა კაბინეტში საერთოდ ცვლილებები არ იგეგმება".
გავრცელებული ინფორმაციით ნინო კობახიძე შესაძლოა მინისტრად მას შემდეგ დაინიშნოს, როდესაც კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია შვებულებიდან დაბრუნდება. მეორე ვერსიის თანახმად კი კობახიძეს მინისტრის თანამდებობას დავით ნარმანიას პოსტის დატოვების შემდეგ შესთავაზებენ. ნინო კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობამდე თვენახევრის წინ დაინიშნა. მანამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლის შემდეგ ის აქტიურად არის ჩართული პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებში და ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ვიზიტების დროსაც დელეგაციის შემადგენლობაში შედის.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT