Express News

იუსტიციის სასწავლო ცენტრს თანამშრომლები უპირისპირდებიან



იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები შიდა პრობლემებზე იუსტიციის მინისტრთან "წუწუნებენ". ცამეტმა უკმაყოფილო თანამშრომელმა წერილი ერთობლივად შეადგინა და ის თეა წულუკიანის სახელზე სამინისტროში გადააგზავნა.
მინისტრს რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, თანამშრომლები სამუშაოსთვის შესაფერისი პირობების შექმნას ითხოვენ
ნუგზარ კაკულია, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე: მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი, ინფორმირებული არ ვარ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კაკულიამ დამატებითი შეკითხვების მოსმენა აღარ ისურვა და კავშირი გაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ კაკულიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მედიაში ხშირად იწერებოდა. ერთ-ერთი გამოცემა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ წულუკიანმა საახალწლო პერიოდი ევროპაში სწორედ ვახტანგ კაკულიასთან ერთად გაატარა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT