Express News

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი წულუკიანს ჩაანცვლებს-ვისი შეცვლა იგეგმება და ვისი არა მინისტრთა კაბინეტში?


ვინ შეიძლება შეიცვალოს და საერთოდ, განხორციელდება თუ არა ცვლილება მინისტრთა კაბინეტში, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მისმა წინამორბედმა, ბიძინა ივანიშვილმა დაუტოვა?

"არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მთავრობაში არავინ არის შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს და მინისტრებს, რა თქმა უნდა, არ ვარ აღფრთოვანებული ყველა მინისტრის მუშაობით. მე მათგან და უპირველესად, საკუთარი თავისგან, მაქსიმუმს მოვითხოვ. მაქვს შენიშვნები რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ", _ აცხადებდა ირაკლი ღარიბაშვილი და განმარტავდა, რომ ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესშია, ელის, რომ ისინი (მინისტრები) მენეჯმენტში ხარვეზებს გამოასწორებენ, მოგვიანებით კი, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

დიდი ხანია მედიაში კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას შეცვლაზეც აქტიურად იწერება. იგი ახლა შვებულებაშია და სამსახურს 11 აპრილს უნდა დაუბრუნდეს.
ის სავარაუდო მინისტრები, რომლებიც ასევე შესაძლოა შეიცვალნონ, არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,გავრცელებული ინფორმაციით იუსტიციის მინისტრს ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერ ჩაანცვლებს.

 ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებები ბუნებრივი ამბავია და ამან აჟიოტაჟი არ უნდა გამოიწვიოს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საკადრო საკითხებში ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციის მიხედვით თუ 7 მინისტრი გათავისუფლდება, მთელი მინისტრთა კაბინეტი ნდობა დაკარგულად ითვლება და ამის შემდეგ პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა ხელახლა უნდა დაამტკიცოს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT