თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან "ევრაზიული არჩევანისა" და "თავისფალი ზონის" წარმომადგენელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირსპირდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დაპირისპირება რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა ევრაზიული არჩევანის ბანერი დახია.
"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრი.
ყირიმის რეფერნედუმის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის ახლა პოლიცია დგას, თუმცა ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.