Express News

დავით კოდუას მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა-ის არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი



დავით კოდუას მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა. ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ევგენი ნიკოლაშვილმა განაცხადა. ექიმის განმარტებით,მართვით სუნთქვაზე გადაყვანის შემდეგ მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, კოდუას სახესა და თავის არეში ტრავმეში და მოტეხილობები აღენიშნება. "საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც ახლობლების მოთხოვნის საფუძველზე გადაყვანილია მაღალი სტანდარტების ტექნოლოგიების ცენტრში და ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციის მიზნით. მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. ასევე აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მრავლობითი ზედაპირული ტრავმები სახისა და თავის არეში. მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ევგენი ნიკოლაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, რკინიგზის საავადმყოფოში ნაცემი მიიყვანეს.ის საავადმყოფოში დაახლოებით დღეს, 15.00 საათზე მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ოთხი ნიღბიანი პირი თავს აბაშიძის ქუჩაზე დაესხა. ოჯახისწევრთა თქმით, ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს შემდეგ კი სასტიკად სცემეს

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT