Express News

ეკა ბესელია ლალი ანთიას სავარაუდო შეწყალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს



არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერის ლალი ანთიას მიერ დღეს გავრცელებულ აუდიომიმართვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. ამ საკითხთან დაკავშირებით მან კომენტარი გააკეთა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-თან.
ბესელიას განმარტებით კომიტეტში შემოსულია ლალი ანთიას სახელზე განცხადება და დოკუმენტაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მისმა ადვოკატმა შეიტანა, თუმცა კომიტეტს უდოს კომისიაზე გადასაცემად ანთიას საქმე არ განუხილავბს. ბესელიას განცხადებით ამისთვის საჭიროა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ განჩინებაზე.
“ჩვენთან კომიტეტში შემოსულია ქალბატონ ანთიას ადვოკატის განცხადება და დოკუმენტაცვია ამ ქალბატონის საქმესთან დაკავშირებით და მიმდინარეობს სასამართლო განჩინების შესწავლა. ამასთანავე მინდა შეგახსენოთ რომ ამოქმედდა სასჯელთა შეკრებითობის ახალი წესი და სწორედ ამ წესით უნდა მოხდეს ქალბატონი ანთიას სასჯელის ხელახალი გადახედვა, რომელიც სასამართლოს პრეროგატივაა. ჩვენ დამოკიდებული ვართ სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს კომისია ლალი ანთიას შეწყალება-არშეწყალების საკითხზე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენი მხრიდან ეს საქმე შესწავლილ იქნება ძალიან დიდი ყურადღებით, ისევე როგორც სხვა საქმეები, თუმცა აქ სასამართლოს გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანია”-აცხადებს ეკა ბესელია.

წყარო smo.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT