ალეკო ელისაშვილი-"სითი პარკს" ტყავი უნდა გავაძროთ
"სითი პარკს" ტყავი უნდა გავაძროთ, ეს განცხადება, თბილისი საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა .ელისაშვილის განცხადებით, დავით ნარმანიასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ მომავალ კვირას "სითი პარკს" საკრებულოში დაიბარებენ. გარდა ამისა ელისაშვილის განცხადებით, მოხდა შეთანხმება იმაზე, რმ მსენებლობების საკითხი მკაცრად გაკონტროლდება. მისი თქმით, მიმდინარე მშენებლობების კანონიერებას დედაქალაქის მერია შეისწავლის. "ეს ვარხანალია უნდა დასრულდეს"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.