ისინი თვლიან, რომ დიდი ჯიპი კომპლექსის ნიშანია. ისინი არიან ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც აგრესიას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც თბილისის ვიწრო ქუჩებში დიდი ჯიპებით გადაადგილდებია. წერენ, რომ მასიური ავტომობილი სხვა უარყოფითთან ერთად გარემოს აზარალებს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას აზიანებს.
კამპანიას, სახელწოდებით "დიდი ჯიპი=პატარა ჭუჭუ", Facebook-ზე "ახალგაზრდა მწვანეები" აწარმოებენ (ფოტოგალერეის სანახავად ჩამოსქროლოთ სტატია). მოტივებზე, თუ რამ განაპირობა ამგვარი აგრესიული კამპანიის წამოწყება, ისინი თავადვე საუბრობენ.
"ახალგაზრდა მწვანეების" კამპანია "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" არ წარმოადგენს მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ჩვენი ანტიპათიის გამოხატულებას. ერთეული ჯიპების მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის ემისია გარემოსა და უამრავი ადამიანის ჯამრთელობას აზიანებს. თუმცა, მხოლოდ ურბანულ გარემოსთან ადაპტირებული დიდი ავტომობილების უკან ეკოლოგიურ უსამართლობასთან ერთად სოციალური უსამართლობის მსხვილი ჯაჭვია.
მასიური ავტომობილები მასიურ ძრავაზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, მრავალჯერ ზრდის ნავთობზე მოთხოვნას. ნავთობზე მოთხოვნა და მისი მარაგი გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში სპეკულაციის მთავარი მექანიზმია, რასაც მხოლოდ უკანასკნელი დეკადის განმავლობაში მილიონამდე უდანაშაულო ადამანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან გამომდინარე, ჯიპის მფლობელთა კომფორტის მოთხოვნილებით განმტკიცებული უსამართლობის დანახვა მარტივია.
ხშირად ლოკალურ კონტექსტზე ფიქრი გლობალური პასუხისმგებლობას უსწრებს წინ, ამიტომაც აუცილებელია, ქართულ რეალობაში ჯიპებზე, როგორც კლასობრივი ჩაგვრის მახასიათებელზე ვისაუბროთ. დიდი ავტომობილების მაღალი ფასი მათი მფლობელების მაღალ სოციალურ კლასთან მიკუთვნებულობას უსვამს ხაზს, რაც ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება მართვის უპასუხისმგებლო მანერაში. ჯიპების პრივილეგიები გამოხატულია როგორც საჯარო სივრცის არაპროპორციულად ათვისების, ისე სხვა მოძრავი ობიექტებისა თუ სუბიექტების მიმართ სრული უგულებელყოფის ტენდეციით. მსგავი პრივილეგიის პარსებობა კლასობრივ უთანასწორობას უკიდურესად ააშკარავებს და საზოგადოებას ჰყოფს "ჯიპიანებად" და დანარჩენებად.
ახალგაზრდა მწვანეებს გვსურს, ჩვენი კამპანიის - "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" საშუალებით ხაზი გავუსვათ ჯიპების მიმართ არსებული დაუოკებელი ვნებების პატრიარქალური საფუძვლების არსებობას/გავლენას. დიდი ავტომობილები ზრდის ძალაუფლებას და ისევე პარადოქსულად ამყარებს საკუთარ სოციალურ პოზიციებებს, როგორც წარმოსახვითი თუ რეალური ფალოსი", - წერენ ახალგაზრდა მწვანეები ოფიციალურ გვერდზე.
კამპანიამ ერთგვარი ფლეშმობის სახეც მიიღო. გვერდზე, სახელწოდებით Georgian Young Greens ახალგაზრდების ფოტოები ქვეყნდება, რომლებიც ფოტოებზე ჟესტით გადმოსცემენ პროტესტს.
dainteresdit.ge