საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა ქვეყნის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს მთავრობის სრული შემადგენლობთ გადადგომის განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით კი, პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომა მიიღო და ქვეყნის პრემიერს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.
"პრეზიდენტმა მანუელ ვალსს ქვეყნის გეგმების შესაბამისი გუნდის ფორმირება დაავალა", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
"როიტერის" ცნობით, მანუელ ვალსი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის გადადგომა საფრანგეთის პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ არნო მონტებურს შორის უთანხმოებას მოჰყვა. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა მთავრომა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საფრანგეთის ეკონომიკურ ზრდას მკვეთრად აფერხებს მთავრობის ხისტი პოლიტიკა