Express News

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73%-ი მიიჩნევს, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს. 16%-ს კი საპირისპირო აზრი აქვს. 10%-მა კითხვაზე პასუხი „არ იცის“, ხოლო 1%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

NDI-ის აგვისტოს კვლევის საველე სამუშაოების დროს 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე პერიოდში 3 338 რესპონდენტი გამოიკითხა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT