Express News

შემზარავი მკვლელობა-თბილისში ლანჩხუთელი ახალგაზრდა მოკლეს

შემზარავი მკვლელობა თბილისში - ვინ და რატომ მოკლა დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია
გუშინ ღამით ახალგაზრდა დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „შKY BAღ“-თან მოკლეს. შსს-მ ეჭვმიტანილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ დაკავებული 20 წლის ბიჭია, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს.
„თბილისის მთავარი სამმართველოს, დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების და ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ურთიერთშელაპარაკებას კატეგორიულად უარყოფენ დარჩიას ახლობლები.
მათი ინფორმაციით, ბარში მყოფ გოგონასა და ერთერთ თანამშრომელს შორის შელაპარაკება მოხდა იმის გამო, რომ გოგონას უნდოდა ბარი ისე დაეტოვებინა, შესაბამისი ტანხა არ გადაეხადა.
როცა გოგონამ ბარს თავი ასე ვერ დააღწია, მეგობარ ბიჭებს დაურეკა.
მეგობრების მოსვლისას კი დაჩი ბარის წინ იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
ახლობლების თქმით, თავდამსხმელმა ყოველგვარი საუბრის გარეშე დაჩის დანა ჩაარტყა, დარტყმა ისეთი სიმძლავრის იყო რომ მუცელში დარტყმისას გადატყდა.
რეჟისორი დაჩი დარჩია ბარში შეთავსებით საღამოობით მუშაობდა, მას ბარში შემოსულ კლიენტების ანაზღაურებასა და თანხის აღებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT